კომპანია „აკვალაინი“ 2006 წელს დაფუძნდა. დაფუძნებიდან დღემდე ჩვენ განხორციელებული გვაქვს მრავალი პროექტი, როგორც კერძო ასევე საზოგადოებრივ სექტორში. მიღებული გამოცდილება, პროფესიონალური კადრი და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება განაპირობებს ჩვენს მიმართ კლიენტების მაღალ ნდობას.
ჩვენი თანამშრომლები სიხარულით დაგეხმარებიან და კონსულტაცია გაგიწევენ ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს დაკავშირებული აუზის პროექტირებასთან, მშენებლობასთან (მასალები, დანადგარები, აქსესუარები და ა.შ.), თუ აუზის და წყლის შემდგომ მოვლასთან (ქიმიკატები, აუზის გასუფთავება, დოზირების სისტემები).
3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან:
o ჩვენ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას;
o ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას;
o ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს კლიენტებს შორის!
კომპანია „აკვალაინი“
მისამართი: ქ. თბილისი. გივი კარტოზიას ქ. #6
ტელ: 995 32 236 95 95, 995 32 247 55 99, 995 558 907 700
ელ. ფოსტა: info@aqualine.ge
ვებ. გვერდი: www.aqualine.ge

შპს “აკვალაინი”