შპს “არტექსკლუზივი” დაარსდა 2005 წელს. მისი საქმიანობის სფეროა: პროექტირება, ინტერიერის დიზაინი, მშენებლობა, სარემონტო სამუშაოები.
არქიტექტურა და ხელოვნება ზოგადად მოწოდებულია იმისათვის, რომ ის გარემო სადაც ადამიანი ცხოვრობს და მოღვაწეობს იყოს მშვენიერი, მოხერხებული, ადამიანმა თავი იგრძნოს ბედნიერად და გახდეს უფრო კეთილშობილი.
საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ მაღალმხატვრულ და ინჟინრულ დონეზე შესრულებული ინტერიერი სასიკეთოდ ცვლის ადამიანთა ყოფა-ცხოვრების სტილს და თვით ადამიანსაც. თუ სერიოზულად უდგებით თქვენი ინტერიერის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობის საკითხს, მოგვმართეთ ჩვენ! ჩვენი სპეციალისტები შეეცდებიან ბოლომდე ჩაწვდნენ თქვენს სურვილებსა და შეხედულებებს, გაითავსონ თქვენი მოთხოვნები და შემოქმედებითი ჯგუფის დახმარებით შექმნან ინტერიერი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს თქვენს შინაგან მსოფლმხედველობას და იქნება მაღალმხატვრული ღირებულების.
“არტექსკლუზივის” შემოქმედებითი ჯგუფი შეიქმნა არქიტექტორთა, მხატვართა და სკულპტორთა მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად. “არტექსკლუზივს” აქვს კარგი გამოცდილება პროექტირებასა და მშენებლობაში, განსაკუთრებით რეკონსტრუქციასა და ინტერიერის კეთილმოწყობაში.
გვყავს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის პროფესიონალური გუნდი, რომელიც ქმნის ნებისმიერი სირთულის პროექტს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს მას.
მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ინტერიერი თუ ექსტერიერი უფრო ჰარმონიული და დახვეწილი გამოდის თუკი პროექტირების საწყის ეტაპზე ჩაერთვებიან საქმეში არა მარტო დიზაინერები, არამედ მხატვრებიც და მოქანდაკეებიც.
ჩვენ ვახორციელებთ დამკვეთის ყველაზე ახირებულ, ამბიციურ თუ ორიგინალურ იდეას და ვქმნით ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშს.
შპს ‘არტექსკლუზივი”
მისამართი: ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ. # 5/7 მხატვრებისა და მოქანდაკეების ეზო
ტელ: (+995) 593330457
ელ. ფოსტა: exclusiveinterior@yahoo.com
ვებ. გვერდი: artexclusive.ge

შპს 'არტექსკლუზივი"