შპს “დაზღვევის კომპანია ქართუ” საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და ძლიერი ფინანსური ბაზისის მქონე, დინამიურად მზარდი სადაზღვევო კომპანია.
„ქართუ დაზღვევის” ძირითადი კრედო, მომხმარებლის სურვილების მაქსიმალური დაკმაყოფილება, მის მოთხოვნებზე მორგება და კლიენტების კეთილდღეობისთვის დაუღალავად ზრუნვაა.
შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ ” -ს მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. 2001 წლიდან სადაზღვევო მომსახურებას უწევდა შეზღუდულ სეგმენტს, ხოლო 2014 წლიდან „ქართუ დაზღვევამ” სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება გაააქტიურა და მომხმარებელთა ფართო წრეს ახალი სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზა.
სადაზღვევო კომპანია ახორციელებს ათვისებული რისკების გადაზღვევას უცხოეთის წამყვან გადამზღვევ კომპანიებში. როგორც, სტაბილური და მყარი ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ისეთ ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომელთა იმიჯი, ნდობის მაღალ მაჩვენებელთან არის ასოცირებული. რისკებს ინაწილებენ მსოფლიო სადაზღვევო ინდუსტრიის ისეთი გიგანტი ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე წარმატებულ და რეიტინგულ გადამზღვევ კომპანიებს.
შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ” მომხმარებელს სთავაზობს კლიენტის მოთხოვნებზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს:
ჯანმრთელობის დაზღვევას
სამოგზაურო დაზღვევას
ავტომობილის დაზღვევას
უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას
ქონების დაზღვევას
მანქანა-დანადგარების დაზღვევას
ტვირთების დაზღვევას
გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევას
პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას
სამშენებლო-სამონტაჟო რისკების დაზღვევას
ფინანსური რისკების დაზღვევას
საზღვაო რისკების დაზღვევას
საავიაციო რისკების დაზღვევას

ყველა დადებითად განწყობილი კლიენტი სადაზღვევო კომპანიის წარმატების გარანტიაა!

მშვიდი, დაზღვეული ცხოვრება…………

შპს „დაზღვევის კომპანია ქართუ”
მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. №39ა
მისამართი: ქ. ბათუმი, გრიბოედოვის ქ. №2
მისამართი: ქ. თელავი, ილია ჭავჭავაძის მოედანი
მისამართი: ქ.ფოთი, აღმაშენებლის №50
ტელ: (+995 32) 223 03 03
ელ. ფოსტა: info@cartuinsurance.ge
ვებ. გვერდი: www.cartuinsurance.ge