🔹 27 აპრილს Hard Rock Café-ს ტერასაზე კომპანია ,,დიო’’-ს არქიტექტორთა კლუბის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სადღესასწაულო საღამოს კლუბის წევრი არქიტექტორები, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები დაესწრნენ.
🔸 კომპანია ‘’დიო’’-მ სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იტალიური პარტნიორი ფირმა ,,მოტურას’’ წამომადგენელი მოიწვია, რომელმაც ქართველ არქიტექტორებსა და სტუდენტებს მათი პროდუქცია, მუშაობის სპეციფიკა გააცნო და იტალიაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, ღონისძიებაზე საქართველოში განხორციელებული, გასული წლის პროექტების გამოფენა მოეწყო, რომლებიც კლუბის წევრმა არქიტექტორებმა კომპანია ,,დიოს’’-თან ერთად განახორციელეს.
🔹 ღონისძიების ბოლოს საზეიმო ვითარებაში სამი გამორჩეული არქიტექტორი სერტიფიკატითა და კურორტ ,,ნუნისის’’ საგზურებით დაჯილდოვდა.

კომენტარი