ჩვენი ისტორია ეს არის გზა ოჯახური მცირე ბიზნესიდან მსხვილ კომპანიამდე. 1999 წელს იჯარით აღებულ ფართზე დამზადდა ერთერთი პირველი მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯარა, ჩვენ ვირწმუნეთ და სხვებიც დავარწმუნეთ ამ ახალი საამშენებლო მასალის უპირატესობაზე. მას შემდეგ ყოველწლიერად ვიზრდებოდით და ვფართოვდებოდით. 2006 წლიდან საკუთარ კაპიტალურ შენობაში დაარსდა შპს “ელ-ჯი-ჯი”. 2009 წელს მწყობრში შევიდა საოფისე სასაწყობო კორპუსი, ხოლო 2014 წელს ახალი ევროპული დონის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის საწარმო.
ჩვენი წარმატების ფორმულა მარტივია, ეს არის პატიოსანი შრომას + დიდი პასუხისმგებლობა (მომხმარებელთან ,პარტნიორებთან, სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებთან, ბანკთან), სწორედ ამიტომ შპს “ელ-ჯი-ჯი” დღემდე საიმედო პარტნიორია. ეს არის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.
შპს “ელ-ჯი-ჯი”-ში წარმოებულ ევროპული მასალებისგან (პლასტმასი, ალუმინი, ფურნიტურა, მინა) დამზადებულ ენერგოეფექტურ კონსტრუქციებს სტაბილური ფასით და მაღალი ხარისხით შეხვდებით ჩვენი ქვეყნის ყოველ კუთხეში. მომხმარებელზე ზრუნვის ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიზნით, 2014 წლიდან შპს “ელ-ჯი-ჯი”-მ დაიწყო ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა ISO 9001 საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კომპანია თავის ძირითად მიზანს ხედავს შემდეგში: გავაფართოვოთ წარმოებული პროდუქტების ასორტიმენტი, დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. ავამაღლოთ მუშა მოსამსახურეთა კვალიფიკაცია, სტაბილური ფასით და ხარისხით დავრჩეთ საიმედო პარტნიორი ჩვენს მომხმარებლებთან.
ბოლოს რაც შეეხება ჩვენს სამარკო ნიშანს LGG (Life is Good… Georgia, ცხოვრება მშვენიაერია… საქართველო). გარწმუნებთ, ყველა ჩვენი შემოთავაზება და პროდუქტი ნამდვილად მშვენიერია და დამუხტულია სითბოთი და სიყვარულით.

შპს “ელ-ჯი-ჯი”
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ.
ტელ: (+995 32) 2531 198, +995 599) 533 633,
Fax: (+995 32) 2531 197
ელ. ფოსტა: lggzura@yahoo.com
ვებ. გვერდი: www.lgg.ge

[gallery_bank type=”images” format=”thumbnail” title=”true” desc=”true” responsive=”true” animation_effect=”” album_title=”true” album_id=”105″]