მოგახსენებთ, რომ შპს „ენელჯი“ (NEW LOGISTIC GROUP ) ოპერირებს 2011 წლიდან, რომელმაც მხოლოდ 1 საგზაო-სამშენებლო ტექნიკით დაიწყო განვითარება. სწორი მენეჯმენტური მართვით და ინვესტიციების დაბანდებით კომპანიის მასშტაბები საგრძნობლად განვითარდა და დღითიდღე აქტივები და საქმიანობის არეალი ფართოვდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ნებისმიერი ტიპის მომხმარებლის მოთხოვნაზე. ამიტომაც კომპანიამ შეიმუშავა გეგმა, რომლის თანახმადაც გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მომსახურებას: არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვა გაცილება-ესკორტის მომსახურებით საბაჟო პროცედურების გავლით, საამშენებლო ტექნიკით მომსახურეობა.
დღეის მდგომარეობით კომპანიის საკუთრებაშია სამშენებლო და სატრანსპორტო ტექნიკა: ექსკავატორი, გრეიდერი, ბულდოზერი, სატკეპნი, ავტოამწე, ბეტონმზიდი, სატვირთო მანქანები, ლაფეთები და ა.შ. ავტოპარკის სახით.
ჩვენი სერვისით სარგებლობს: კერძო სექტორი, უცხოური ორგანიზაციები, სამთავრობო სტრუქტურები;
ტვირთების გადაზიდვის სფეროში შპს „ენელჯი“-მ (NEW LOGISTIC GROUP) 1 (ერთი) წლის განმავლობაში საქართველოს მაშტაბით (შიდა გადაზიდვა) 450,00 (ოთხასორმოცდაათი) არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა შეძლო. ჩვენი კომპანიის მთავარი მიზანია მომსახურეობის უსაფრთოდ გაწევა ნებისმიერი მიმართულებით. ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგულარულად გადის ტექნიკური დათვალიერების პროცედურას, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ტიპის დაბრკოლება.
შპს „ენელჯი“ (NEW LOGISTIC GROUP) უპირატესობებია: ნდობის მაღალი ხარისხი, მომსახურების სერვისის მუდმივი გაუმჯობესება, გამართული სატრანსპორტო საშუალებები, გამოცდილი და კვალიფიციური მძღოლები, დიდი პროექტების გადატანა-გადაზიდვით უზრუნველყოფის გამოცდილება, რისკების მართვა და ტვირთის დაზღვევა.
ზემოხსენებული ინფორმაციისა და გამოცდილების საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ ჩვენი კომპანია მიიჩნიოთ სანდო და სათანადო პარტნიორად საქართველოში.
შპს „ენელჯი“ ( NEW LOGISTIC GROUP ) მოგემსახურებათ 24 საათის განმავლობაში არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე ნებისმიერი მიმართულებით გაცილება-ესკორტის მომსახურებით, საბაჟო პროცედურების გავლით და ასევე სამშენებლო-საგზაო ტექნიკით, მოგემსახურებით ოპერატიულად და ხელმისაწვდომ ფასებში.
ჩვენი გამოცდილების საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ ჩვენი კომპანია მიიჩნიოთ სანდო და სათანადო პარტნიორად საქართველოში.
შპს „ენელჯი“
მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი
ტელ: +(995) 599 90 11 11, +(995)599 42 11 11
ელ. ფოსტა: info@nlg.com.ge
ვებ. გვერდი: nlg.com.ge

შპს „ენელჯი“