,,ექსკლუზივ ჯორჯია” არის შუშის, მეტალისა და ალუმინის კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანიის – ,,Akdeniz A.S”-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.
ამასთან, კომპანია ახორციელებს მეტალისა და ალუმინის პროფილების მწარმოებელი ფირმის – ,,Altinel“-ის პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს ტერიტორიაზე.

,,ექსკლუზივ ჯორჯია” აერთიანებს სამენეჯმენტო, საინჟინრო-ტექნიკური და საფინანასო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს და თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

,,ექსკლუზივ ჯორჯია” მომხმარებელს სთავაზობს შემინვისა და შეფუთვის უახლეს ტექნოლოგიებს. მათ შორის: ალუმინისა და შუშის მოძრავი და უძრავი კონსტრუქციების დაპროექტებასა და მონტაჟს, აგრეთვე, ფასადების მოპირკეთებასა და შეფუთვას ალუმინითა და კერამოგრანიტით.

კომპანიის მიზანია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ქართულ ბაზარზე.

კომპანიის ძირითადი პრინციპებია:

• სანდოობა და საიმედოობა;
• მაღალი ხარისხი და ოპტიმალური ფასი;
• მომხმარებლების მოსაზრებებისა და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება;
• კეთილსინდისიერი და გრძელვადიანი თანამშრომლობა პარტნიორებთან;
• სამენეჯმენტო, საინჟინრო-ტექნიკური და ეკოლოგიური სტანდარტების საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნებისა და ნორმების განუხრელი დაცვა.

კომფორტი, ხარისხი, ინოვაცია – შეხედე ცხოვრებას ახალი თვალით!

შპს “ექსკლუზივ – ჯორჯია”
მისამართი: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. #5
ტელ: (+995 32) 2 103 205
ელ. ფოსტა: info@exclusive-geo.ge
ვებ. გვერდი: exclusive-geo.ge

შპს "ექსკლუზივ - ჯორჯია"