შპს “გოდოლი 2008” ჩამოყალიბდა 2007 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის #67 ფოლადის კონსტრუქციების კათედრისა და კათედრასთან არსებული საპროექტო საკონსტრუქტორო ბიუროს “მშენებელი”-ს თანამშრომელთა ბაზაზე. შპს “გოდოლი 2008”-ის დღევანდელი საინჟინრო ჯგუფის მიერ ახლო წარსულში განხორციელებულია მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი თუ საპროექტო სამუშაოები, როგორიცაა:
 თბილსრესის III, IV, VIII, IX და X ენერგობლოკების გამოკვლევა-შესწავლა და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის პროექტების შედგენა;
 ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ძირითადი საამქროების მზიდი კარკასების გამოკვლევა-შესწავლა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
 ახალგაზრდული ცენტრის დაპროექტება ქ. რუსთავში:
 რკინიგზის სადგურ ურეკის ფოლადის კონსტრუქციების დეტალური პროექტის შედგენა და სხვ.

განხორციელებული სამუშაოები:
შპს “გოდოლი 2008” დღიდან ჩამოყალიბებისა ახორციელებს საპროექტო სამუშაოებს ისეთი ორგანიზაციების დაკვეთით, როგორიცაა “წავკისის ველი”, “ჰაიდელბერგ ცემენტი”, კომპანია “სასკო” და სხვ.
2007 წლიდან დღემდე შესრულებილი აქვს შემდეგი საპროექტო სამუშაოები:
 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროექტები საცხოვრებელ კომპლექსში “წავკისის ველი” (78 საც. სახლის პროექტი)
 80 საც. სახლის პროექტი საც. კომპლექსში “წავკისი ჰილსაიდი”
 სამანქანო ხიდი საც. კომპლექსში “წავკისის ველი”
 მრავალფუნქციური კომერციული ცენტრი “წავკისის ველში” სასარგებლო ფართობით 6000მ2
 “ჰაიდელბერგცემენტის” რუსთავისა და კასპის ქარხნების მტვერდამჭერი ვენტილატორების ფუნდამენტების დაპროექტება
 “ჰაიდელბერგცემენტის” რუსთავის ქარხანაში ცემეტის სილოსები ტევადობით 300ტ.
 სპორტის სასახლე ქ. ზესტაფონში
 საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სტადიონის განათების ანძები სიმაღლით 45მ
 ბიზნეს კომპლექსი “ტიტან სითის” სავაჭრო ცენტრების პროექტები I სტადია- 60000მ2
 ბიზნეს კომპლექსი “ტიტან სითის” შიდა საობიექტო გზები და სანიაღვრე ქსელი 15000მ
 ბიზნეს კომპლექსი “ტიტან სითის” შიდა საობიექტო წყალმომარაგება-კანალიზაციის პროექტი
 ბიზნეს კომპლექსი “ტიტან სითის” წყალმომარაგების გარე ტრასა სიგრძით 4500მ
 ბიზნეს კომპლექსი “ტიტან სითის” საობიექტო ელ. მომარაგების ქსელი სიმძლავრით 10000 კვტ.
 სამაცივრე კომპლექსი ქ. ფოთში ტევადობით 10000 ტ. გაყინულ პროდუქტზე.
 შპს “საქართველოს მინერალური წყლების” ბორჯომის #1 ქარხნის ტერიტორიასა და რკინიგზის ხაზს შორის არსებული საყრდენი კედლის გამოკვლევა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის შედგენა.
შპს “გოდოლი 2008” ორიენტირებულია მაღალ-იტელექტუალური საპროექტო-საძიებო და კვლევითი საქმიანობის წარმოებაზე შემდეგ სფეროებში:
 სამრეწვწლო და სამოქალაქო მშენებლობის ობიექტები
 დიდმალიანი შენობა-ნაგებობები
 სტრანსპორტო სისტემები
 ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები
 მაგისტრალური მილსადენები
 ნავთობის ვერტიკალური და ჰორიზონტალური რეზერვუარები
 საყრდენი კედლები
 საკულტო და ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქცია
 გეოტექნიკური და სხვა საინჟინრო ნაგებობები და სისტემები.

შპს “გოდოლი 2008”
მისამართი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. N5, ბ.N6
ტელ: (+995 32) 238 58 53; (+995) 577 745 401
ელ. ფოსტა: n.svianadze@yahoo.com
ვებ. გვერდი: godoli2008.ge

შპს “გოდოლი 2008”