შპს ,,იფანი“ ჩამოყალიბდა 21 წლიანი გამოცდილების მქონე სამრეწველო და საპროექტო კომპანიების გაერთიანების შედეგად. არსებობის მანძილზე ქართულმა კომპანიამ საკუთარი ძალებით, პროდუქციის ფართო და მაღალხარისხოვანი ასორტიმენტით შეძლო დაემკვიდრებინა ადგილი ქართულ ბაზარზე; დღესაც იგი განაგრძობს უახლოესი ტექნოლოგიების ათვისებასა და განვითარებას.
კომპანია ,,იფანი“–ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის კარისა და ავეჯის დამზადება, რის საშუალებასაც წარმოებას აძლევს თანამედროვე დაზგა–დანადგარები და მაღალკვალიფიცირებული მომსახურე პერსონალი.
კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს:
• ხის სხვადასხვა ჯიშებისგან იტალიური ტექნოლოგიით დამზადებულ მ.დ.ფ.–ის პროფილიან და შპონირებულ კარებს
• კლასიკურ და მოდერნის სტილში გადაწყვეტილ ავეჯსა და რბილ ავეჯს
• ტენმედეგ ფანჯრის რაფებს
• საოფისე ავეჯის ფართო არჩევანს
• სხვადასხვა მასალითა და უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებულ საძინებელ გარნიტურებსა და სამზარეულოებს
• შენობის ექსტერიერისა და ინტერიერის ხისა და სხვა თანამედროვე მასალებით მოპირკეთებას
შპს ,,იფანი“
მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. #12
ტელ: (+995 32) 2 58 50 89; (+995) 577 22 43 47; 577 22 43 28
ელ. ფოსტა: ifaniltd@gmail.com
ვებ. გვერდი: www.ifani.ge

[gallery_bank type=”images” format=”thumbnail” title=”true” desc=”true” responsive=”true” animation_effect=”” album_title=”true” album_id=”151″]