კომპანია “იზოლუქსი”-ს ზრუნავს საქართველოში უმაღლესი სხარისხის თურქულ,
გერმანულ და ესპანურ ჰიდროსაიზოლაციო მასალის იმპორტზე და დისტრიბუციაზე.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფართო პროდუქციის არჩევანს, ბიტუმოვანი
ჰიდროიზოლაციით დაწყებული, პოლიურეთანის ქაფებითა და თხევადი წყალმედეგი
მემბრანებით დამთავრებული. კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთობთ და
გვამარაგებენ წყალმედეგი მასალით, უკვე 20 წელი არიან ამ ასპარეზზე და
უზრუნველყოფენ მაღალტექნოლოგიური, ხარისხიანი მასალებით მომარაგებას. ჩვენ
გვსურს, რომ ეს მასალები დავნერგოთ საქართველოში, რადგან ისინი აუცილებელი
არის ყველანაირი ტიპის შენობისთვის, რადგან ყველაზე მძლავრი მტერი შენობისა არის
წყალი, რომელიც ყველგან აღწევს და შიგნიდან, ხშირ შემთხვევაში უხილავად
ანადგურებს შენობას. ამიტომ ჩვენი კომპანიის საქმიანობა არის უაღრესად
მნიშვნელოვანი, უკეთესად დაცული და მედეგი შენობების აშენებისთვის. ქვეყნისთვის,
რომელიც დგას განვითარებისა და წინსვლის გზაზე, განაშენიანება არის ფაქტურად
უწყვეტი პროცესი, შენდება სახლები, უბნები, ქალაქები და თითოეული პროექტისათვის
ხარისხიანი ჰიდროიზოლაცია უაღრესად საჭირო და აუცილებელი გახლავთ!
ჩვენ ვცდილობთ საქართველოში ღრმად დავნერგოთ მიდგომა, რომ –
„არ ღირს ჩვენი კომფორტისა და უსაფრთხოების ხარისხის ხარჯზე მოხდეს
მშენებლობაზე დანახარჯებში ეკონომია“!
“კომპანია იზოლუქსი” პროდუქციის იმპორტის და დისტრიბუციის გარდა, თავის
მომხმარებელს ასევე სთავაზობს კონსულტაცია/რჩევებსა და ტექნიკურ მომსახურებას,
ჩვენს პარტნიორ კომპანია „MTG სერვისთან“ ერთად, რომელიც მაღალ
პროფესიონალურ დონეზე ასრულებს ობიექტზე სამუშაოებს. ტექნიკური დახმარება და
რჩევა ამ სფეროში არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგან ერთი უმნიშვნელო დეტალის
გამოტოვების შემთხვევაშიც, ეფექტი ის არ იქნება რასაც კლიენტი ელის!
შპს “იზოლუქსი”
მისამართი: ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ. #2, მესამე სართული, ოფისი 9
ტელ: (+995 32) 243 55 67
ელ. ფოსტა: izolux11@gmail.com

შპს "იზოლუქსი"