კამარას ძირითადი საქმიანობა ბუნებრივი ქვის დამუშავება და ქვით მოპირკეთებაა.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა მასალას, მათ დამუშავებას და ინსტალაციას. ის წარმატებით დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე და 2006 წლიდან ერთ-ერთ უმსხვილეს ბუნებრივი ქვების მწარმოებელ კომპანიად ჩამოყალიბდა. ამის მთავარი მიზეზი საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომაა – თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით კამარა უმოკლეს დროში ხარისხიან, გამძლე პროდუქციას სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
მასალების იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება: იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ბრაზილია, ჩინეთი და სხვა, თუმცა მისი დამუშავება და სარეალიზაციოდ გამზადება ადგილზე ხდება. კამარა ასევე აწარმოებს ადგილობრივ მასალებს: ყვითელი ტუფი, მწვანე ტუფი, ბაზალტი, გრანიტი.
2012 წელს კამარამ ქართულ ბაზარს ახალი პროდუქტი – მოზაიკა შესთავაზა. მოპირკეთების ეს ტექნიკა გამოირჩევა ორიგინალური ფორმით და შინაარსით.
კამარასთვის ქვა მეტია ვიდრე უბრალოდ პროდუქტი, მას საკუთარი ისტორია, მეხსიერება და ენერგია აქვს.
შპს “კამარა”
მისამართი: ქ. თბილისი, ზემო ფონიჭალა #37-006
ტელ: (+995) 599880088; (+995) 593130215
ელ. ფოსტა: kamara@kamarastone.ge
ვებ. გვერდი: www.kamarastone.ge

შპს "კამარა"