შპს სამშენებლო კომერციული კორპორაცია „ხიდი“ დაარსდა 1991 წლის 20 დეკემბერს. მისი საქმიანობა მოიცავს ყველა სახის არქიტექტურულ – სამშენებლო, სატრანსპორტო, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების დაპროექტება–მშენებლობას.
საზოგადოების დამფუძნებელი 100%–იანი წილის უფლებით დაარსებიდან დღემდე არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიით ინჟინერ–მშენებელი თეიმურაზ ავთანდილის ძე წივწივაძე. (დაბ. 1953 წლის 6 ნოემბერი)
1997 წელს სამშენებლო კომპანიამ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ლიცენზიების ცენტრის მიერ მიიღო სახელმწიფო ლიცენზია # 0095 რომელმაც შპს „ხიდს“ 2003 წლამდე მიანიჭა უფლბა მონაწილეობა მიეღო ყველა სახის არქიტექტურული–სამშენებლო საქმიანობის განხორციებაში. 2003 წლის 18 მარტს სამშენებლო კომპანიას მიენიჭა უვადო ლიცენზია #1427, რომელიც შესაძლებლობას იძლევა კორპორაციამ განახორციელოს ყველა სახის სამშენებლო, სატრანსპორტო, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა.
დაარსების დღიდან კორპორაცია აქტიურად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე უმსხვილეს და მაღალბიუჯეტიან სამშენებლო პროექტებში. 2000–2003 წლებში „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით „ხიდმა“ მოახდინა 50–მდე ობიექტის რეკონსტრუქცია და მშენებლობა.
2004 წლიდან დღემდე შპს „ხიდი“ პარალელურად თანამშრომლობს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რომლის დაკვეთით შეძლო 30–მდე საგზაო სამშენებლო პროექტის განხორციელება, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობა.
2008 წელს სამშენებლო კომპანია „ხიდი“-მა მონაწილეობა მიიღო საქართველოს უნმიშვნელოვანესი ზღვისპირა სავაჭრო–ეკონომიკური ცენტრის ქალაქ ბათუმის საერთაშორისო ნავსადგურის რეკონსტრუქციაში.
შპს „ხიდი“
მისამართი: ქ. თბილისი, ე. მაისურაძის ქ. #1
ტელ: (+995 32) 243 63 33; 243 63 00; (+995) 558 916 916
ელ. ფოსტა: shpskhidi@yahoo.com
ვებ. გვერდი: www.khidi.ge

შპს „ხიდი“