კომპანია „კლიმატ-სერვისი“ 2008 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას საინჟინრო სისტემების სრული სპექტრის საპროექტო, სამონტაჟო, ხარისხის ზედამხედველობისა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით. კომპანიის შექმნის იდეა გაჩნდა 2006 წელს, რომლის მიზანი იყო პროფესიონალ ინჟინერთა და ოსტატთა გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა მაღალი ხარისხის მომსახურებას მოქნილი და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომით. დაკომპლექტდა რა წამყვანი სპეციალისტებით, „კლიმატ-სერვისი“ გამოცდილი გუნდი კომპანიის წარმატების საწინდარია.
კომპანიის მენეჯმენტი ისწრაფვის მუდმივი განვითარებისკენ, რომელიც საინჟინრო სისტემების მიმართულებით უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებასა და საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, 2008 წლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სამგანზომილებიან პროექტირებას, რომლის უპირატესობაა არა მხოლოდ უკეთესი ვიზუალური აღქმადობა, არამედ გაუთვალისწინებელი ხარჯების მინიმიზაციის შესაძლებლობაც. აღნიშნული სერვისი დღესდღეობით დიდი წარმატებით სარგებლობს საქართველოს ბაზარზე. გარდა ამისა „კლიმატ-სერვისი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ფლობს პროგრამა MagiCad-ს, რომელიც კიდევ უფრო მეტ ფინანსურ და დროის დანაზოგს სთავაზობს მომხმარებელს და პროექტის მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს.
შექმნის დღიდან კომპანია „კლიმატ-სერვისს“ დაპროექტებული და დამონტაჟებული აქვს სხვადასხვა სირთულის საინჟინრო სისტემები სახელმწიფო და კერძო სექტორში ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა საავადმყოფოები, ლაბორატორიები, მუზეუმები, ბანკები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, ა.შ.
შპს „კლიმატ სერვისი“
მისამართი: ქ. თბილისი, ზუგდიდის N12
ტელ: (+995) 555124411
ელ. ფოსტა: g_merebashvili@yahoo.com
ვებ. გვერდი: hvac.ge

შპს „კლიმატ სერვისი“