კომპანია “LifeStyle“-ი დაარსდა 2011 წლის ოქტომბერში. ჩვენმა სიყვარულმა კარგი დიზაინისა და გემოვნებიანი ავეჯის მიმართ, განაპირობა ის, რომ ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს სახლის მოწყობის, დეკორისა და ინტერიერის პროექტირების ახალ ხედვას. ჩვენი მიზანია, არა მარტო ავეჯის, განათებისა და წამყვანი ბრენდების სამზარეულოების გაყიდვა, არამედ თქვენი სახლის მოწყობის ახალი კონცეფციის შემუშავება და ახალი ცხოვრების სტილის შეთავაზება.
სოლოლაკში მდებარე “LifeStyle“-ის შოურუმში ჩვენ პირველად წარმოგიდგენთ საქართველოში ამერიკული ავეჯის წამყვან ბრენდს “Baker“-ს რომლის პროდუქცია წარმოდგენილი არის თეთრ სახლში და ნიუ-იორკის მდიდრულ სახლებში. “Baker“-ი მიჩნეულია ამერიკულ კლასიკად და მასთან თანამშრომლობენ ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერები. ამ ბრენდის ავეჯის ხარისხი და კლასიკური ესთეტიკა განაპირობებს იმას, რომ ის არ ექვემდებარება მოდასა და წარმავალ ტენდენციებს, არამედ შექმნილია თქვენი კომფორტისთვის დღეს და მომავალში.
ასევე, ჩვენ წარმოგიდგენთ წამყვან იტალიურ ბრენდებს, მათთვის ქმნიან საუკეთესო იტალიელი დიზაინერები. იტალიურ დიზაინს და პროდუქციას იცნობენ და უყვართ მთელ მსოფლიოში, რადგან მათი განსაკუთრებული ხედვა და ინოვაციური მიდგომა ყოველთვის წარმატებულია: კომფორტული და ხარისხიანი პროდუქციის გარანტიაა.”LifeStyle“-ში აუცილებლად შეძლებთ შეარჩიოთ საუკეთესო ავეჯი, განათება და სამზარეულო, მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიზანია დაგეხმაროთ არა მარტო ავეჯის შეძენაში, არამედ ცხოვრების სტილის გაცნობიერებაში.
შპს “LifeStyle“
მისამართი: ქ. თბილისი, ამაღლების ქუჩა #12
ტელ: (+995 32) 2 907878
ფაქსი: (+995 32) 2 907878
ელ. ფოსტა: info@life-style.ge

შპს “LifeStyle“