შპს “მოდერნრუფინგი” რეგისტრირებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის აპრილში. „რეგისტრაციის N2/4-3460“. ორგანიზაციას გააჩნია სახელმწიფო ლიცენზია საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე – „SLC- N3306“.
კომპანია „მოდერნრუფინგი“ უკვე მეორე ათეული წელია მომხმარებელს სთავაზობს შენობა-ნაგებობების ბრტყელი სახურავების, ტერასების, საძირკვლების, კედლების, სხვა ნაგებობების ჰიდროიზოლაციას თანამედროვე მაღალხარისხოვანი მასალებით, ევროპული სტანდარტებით და გარანტიით. სამუშაოებს ვასრულებთ გამოცდილი, კვალიფიციური ოსტატების მეშვეობით, რომელთაც გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის სამშენებლო მასალების მწარმოებელ და სამშენებლო ორგანიზაციებში.
კომპანიას შემუშავებული აქვს ხარისხის დაცვის სისტემა. ვახდენთ ყველა ობიექტის ფოტოგრაფირებას სამუშაოს დაწყებამდე და შემდეგ. შესრულებული სამუშაოების გეოგრაფია მოიცავს მთელ საქართველოს.
„მოდერნრუფინგის“ პარტნიორები არიან საიზოლიაციო მასალების ცნობილი ევროპული მწარმოებლები: „HILLE“-გერმანია, „GENERAL MEMBRANE”-იტალია, „TEGOLA“ -იტალია, „TECNO-CHEM“-იტალია, „EXTERUS”-ლიტვა და სხვები. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიებთან: GIA & ARCHIL KURDIANI STUDIO „DYNASTY” LTD, „ARSI”, „ANAGI”, „NCC”, „VELAGIO”, „ARCHTRADE”, „CAPITAL-VOSTOK“, „CAUCASUS ROAD PROJECT“ და სხვა.
„მოდერნრუფინგის“დამკვეთები არიან: სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროები, საბანკო სექტორი, ქართველი და უცხოელი მეწარმეები.
„მოდერნრუფინგი“-ს მიერ შესრულებულ ობიექტთა შორისაა – საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, საქართველოს პარლამენტის შენობა (ქუთაისში), იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის რეგიონალური სახლები, „დინამო-არენა“, თბილისის პროკურატურა, თიბისი ბანკის, ბანკი რესპუბლიკის, პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისები, ფილიალები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტი.
კომპანია “მოდერნრუფინგი” სისტემატიურად მონაწილეობს მშენებლობის, არქიტექტურისა და დიზაინის საერთაშორისო გამოფენებში.

ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობების და ობიექტის ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით დამკვეთებს ვთავაზობთ შენობა-ნაგებობის მთელ სახურავზე რულონურ-ბიტუმოვანი ჰიდროიზოლაციის მოწყობის სხვადასხვა ვარიანტებს, ორთქლ და თბოიზოლაციის სამუშაოებს, რისთვისაც ვიყენებთ ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის მასალებს. აღსანიშნავია, რომ კედლების და საძირკვლების ჰიდროიზოლაციისათვის პირველად საქართველოში ჩვენს მიერ გამოყენებული იქნა ე.წ. „BentoShield MAX“ (ბენტონიტური თიხის შემადგენლობის ხალიჩა). შადრევნებისა და წყლის რეზერვუარებისათვის ვიყენებთ თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ, შეღწევად და წასასმელ ჰიდროსაიზოლაციო მასალებს.
კომპლექსური გადახურვის და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას დამკვეთებს ვთავაზობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიერ მოწოდებულ აქსესუარებს:
• წყალმიმღებ სისტემებს – “MESA TEKNIC” თურქეთი
• წყალმედეგ ფილებს – “KRONOSPAN” რუმინეთი
• სადრენაჟო სისტემებს – “TEGOLA”იტალია
• სახურავის მოწყობის სხვადასხვა აქსესუარებს – “COROTOP” პოლონეთი
(მასალების უმრავლესობის საქარხნო-საექსპლოატაციო ვადა 20-დან 30 წლამდეა, ხოლო ჩვენს მიერ შესრუ-ლებულ სამუშაოებზე გავცემთ 10-15 წლიან გარანტიას.)

თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ თანამშრომლობისათვის.

შპს “მოდერნრუფინგი”
მისამართი: ქ. თბილისი, ა.წერეთლის გამზირი 118,( “ექსპო ჯორჯია”-ს ტერიტორია)
ტელ: (+995) 599 555631; (+995) 599 269010
ტელ/ფაქსი: (+995 32) 2356611
ელ. ფოსტა: modernroofing@mail.ru
ვებ. გვერდი: www.modernroofing.ge

შპს "მოდერნრუფინგი"