კომპანია ,,ოპ- არტი“ მომხმარებელს სთავაზობს საზაფხულო 7% -იან ფასდაკლებას, ჩვენთან მოსული მომხმარებელი ისარგებლებს შემდეგი უფასო მომსახურებით:

  • დიზაინერის კონსულტაცია,
  • სამ განზომილებიანი პროექტი
  • ტექნიკური მენეჯერის აზომვითი სამუშაოები

სიახლეა ის ფაქტიც,რომ მონაწილეობას ვიღებთ რუსთავი 2-ის პროექტ ,,სახლი’’-ში, მშენებლობის დასრულების შემდეგ ,, სახლში“ წარმოდგენილი იქნება ძალზედ დახვეწილი და კომფორტული სამზარეულო, ყველა იმ მოთხოვნისა და ფაქტორის გათვალისწინებით, რაც სურთ სახლის მფლობელებს.
კომპანია ,,ოპ-არტი“ წარმოადგენს ავეჯისა და ოთახშორისი კარის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც შეიქმნა 2007 წელს, მისი ძირითადი საქმიანობაა, ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი ფორმის, დიზაინის ავეჯის და კარების დამზადება.
ჩვენთან წარმოება ხდება უმაღლესი ტექნოლოგიებით და უმაღლესი ხარისხის მასალებით, რომელიც სრულიად შეესაბამება ,,ხარისხის ნიშნის“ პროგრამით დადგენილ ნორმებს, რასაც ადასტურებს 2011 წელს ჩატარებული ხარისხის ნიშნის კვლევა, რის შედეგადაც, კომპანია ,,ოპ-არტი’’-ს გადაეცა ,,ხარისხის, მენეჯმენტის და უვნებლობის’’ სტანდარტის სერთიფიკატი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ (2013-2014) წლებში კომპანია ,,ოპ-არტმა’’ მონაწილეობა მიიღო პროექტში , ,,ქართული ბრენდის დღე,’’ სადაც გამარჯვებულად კომპანია ,,ოპ-არტი დასახელდა, ნომინაციაში ,,რეპუტაცია და ნდობა’’.
თითოეული მომხმარებლის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად,დიზაინერის დახმარებით, რომელიც ამზადებს თქვენთვის სასურველი ფორმისა და დიზაინის სამგანზომილებიან ნახაზს,ამის შემდეგ მომხმარებელი თავად არჩევს ავეჯის ფასადსა და ფერს. აქ დამზადებული ავეჯი(კარი), მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სწორედ ამ ფაქტორის გავლენით ითვისებს ბაზარს, ზრდის მომხმარებელთა სეგმენტს და ინარჩუნებს ლიდერის, ნდობისა და რეპუტაციის პოზიციას.

კომენტარი