სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“ – დაარსდა 2002 წელს. ფლობს ექსკლუზიურ უფლებას მოიპოვოს და აწარმოოს პერლიტი ფარავნის პერლიტის საბადოდან. კომპანიის მფლობელობაშია საწარმოო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ ციკლს.

სამთო კომპანია “ფარავანპერლიტი”- საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია ფრაქციონირებული და აფუებული პერლიტის, აგროპერლიტის და ფილტროპერლიტის, რომელიც მიღებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან და შეესაბამება როგორც დსთ-ს ქვეყნების, ასევე ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს.

აფუებული პერლიტის გამოყენების სფეროებია:
მშენებლობა:
 გამოიყენება თბოსაიზოლაციო ნაკეთობების დასამზადებლად (სამშენებლო ბლოკები, მილსადენების საიზოლაციო გარსები, ბრტყელი ზედაპირების საიზოლაციო ფირფიტები);
 გამოიყენება, როგორც მშრალი სამშენებლო ხსნარების ძირითადი კომპონენტი, რაც მათ აძლევს თბოსაიზოლაციო თვისებას და გამოყენებაც მარტივდება;
 გამოიყენება, როგორც დანამატი ბეტონში, რაც შემდგომში მატებს მას თბოგამტარიანობის, ბგერათსაიზოლაციო და ცეცხლგამძლეობის ხარისხს;
 გამოიყენება, როგორც კედლების, იატაკისა და სხვენების თბოსაიზოლაციო საფარი;
 გამოიყენება, როგორც შემავსებელი საღებავების, ლინოლეუმის, იატაკის ფილების, გადახურვის მასალების დასამზადებლად;
 გამოიყენება, როგორც ნარევის შემადგენელი ნაწილი იმ ენერგეტიკული აღჭურვილობის თბოიზოლაციისთვის, რომელთა ზედაპირის ტემპერატურა 900°C-მდეა.
მეტალურგია:
 გამოიყენება, როგორც სარკული ზედაპირის თერმოიზოლატორი; და როგორც კომპონენტი ჩამოსასხმელი ყალიბების დასამზადებლად.
სოფლის მეურნეობა:
 გამოიყენება, როგორც ნიადაგის დანამატი; როგორც ჰიდროპონიკური მეთოდით მოყვანილი მცენარეების სუბსტრატი;
კრიოგენიკა:
 გამოიყენება, როგორც თბოიზოლატორი კრიოგენული დანადგარებისთვის. მუშაობის რეჟიმი – 200°C-დან + 900°C-მდე.
ფილტრაცია:
 მცენარეული ზეთი; ნავთობპროდუქტები; ღვინო; წყალი; ფარმაცევტული ხსნარები; ლუდი; შაქრის ვაჟინები და წვენები.
ეკოლოგია:
 გამოიყენება, როგორც თხევადი დამაბინძურებელების შთანმთქმელი.
7 ფაქტორი რის გამოც მშენებლობის დროს ჩვენ ვირჩევთ პერლიტს

 აფუებული პერლიტი არის უნიკალური, ბუნებრივი სამშენებლო მასალა. თეორიულად და პრაქტიკულად დადასტურებულია, რომ 20-25 სმ-იანი პერლიტის ბლოკების კედელი, თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით, წარმატებით ცვლის ერთ მეტრიან აგურის წყობასა და პემზობეტონის კედელს. თავისი სიმსუბუქის გამო, პერლიტბეტონის ელემენტები 25-30%-ით ამცირებენ ნაგებობების საძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციის სტატიკურ დატვირთვას, ასევე მცირდება მშენებლობის ხარჯი 15-30%-ით. პერლიტის ბლოკი ხასიათდება თბოგამტარიანობის დაბალი კოეფიციენტით, მაღალი გამძლეობითა და ბგერათსაიზოლაციო თვისებით, ძალიან მსუბუქია, არ იწვის და რაც ყველაზე მთავარია, არის ეკოლოგიურად სუფთა.
 სიმტკიცე, სისქე და წონა: სხვადასხვა ზომის მსუბუქი ბლოკები წონით 4-18 კგ-მდე, სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე 25-35კგ/სმ2. ბეტონის მოცულობითი წონა მშრალ მდგომარეობაში 550-750კგ/მ3.
 თბოგამტარიანობა: თბოგამტარიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი − 0.11- 0.14 ვტ/მ°C.
 ეკოლოგიურად სუფთა: პერლიტი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომლის წარმოების დროსაც არ გამოიყენება ქიმიური კომპონენტები; არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და კანის გაღიზიანებას;
პერლიტი არ იშლება და არ ლპება, არ ზიანდება მწერების და მღრღნელების მიერ.
 ცეცხლგამძლეობა: პერლიტი გამოირჩევა მაღალი ცეცხლგამძლეობით, მისი დნობის ტემპერატურაა +1260°C, შესაბამისად ბლოკი არ იწვის და ხელს უშლის ცეცხლის გავრცელებას. ზრდის კონსტრუქციის ცეცხლმდეგობას (3-4 საათით).
 ბგერათიზოლაცია: ბგერათიზოლაციის მაღალეფექტური მაჩვენებლის (200-2000 ჰერცი სიხშირისას მაჩვენებელია 0-35-0.65დცბ) და სივრცის მჭიდროდ ამოვსების უნარის წყალობით, პერლიტის ბლოკი ახშობს ხმაურს და ხელს უშლის კედელში ბგერითი ტალღების გავლას.
 მაქსიმალური ჰაერგამტარობა: ყველა სხვა დანარჩენ თბოსაიზოლოცაიო მასალებს შორის პერლიტის ბლოკები გამოირჩევიან ჰაერგამტარობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, რაც საშულებას აძლევს შენობას „ისუნთქოს“. პერლიტის ბლოკი ადვილად იჭრება, იხვრიტება და ილესება.

აგროპერლიტი გამოიყენება:
 ნიადაგში ტენიანობის შესანარჩუნებლად, რაც საშუალებას იძლევა ნაკვეთზე მიწა კვირაში ერთხელ მოირწყას;
 როგორც ნიადაგის სუბსტრატის საფუძველი სასათბურე მეურნეობებში, ფიტოტრონებსა და კლიმატურ საკნებში;
 როგორც სტრუქტურაწარმომშობი კომპონენტი ნიადაგის მომზადებისას ღია გრუნტებზე ინტენსიური კულტურების მოსაყვანად;
 საქოთნე კულტურების მოსაყვანად, ოთახის მცენარეებისა და ყვავილების მოსაშენებლად;
 გაზონების, ჩოგბურთის კორტების, გოლფის მინდვრების მოსაწყობად, ასევე ნებისმიერი სპორტული მოედნის ბალახის საფარით უზრუნველსაყოფად;

შპს სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“
მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას VII კვ. VIII კორპ. / 54
ტელ: (995 32) 291 71 54; (995 32) 291 71 55; (995 32) 291 71 50
ელ. ფოსტა: contact@perlite.ge
ვებ. გვერდი: www.perlite.ge

შპს სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“