ჩვენი კომპანია, შპს “სმართ ვეი”, განათების ტექნოლოგიაში მოწინავე გერმანელი სპეციალისტების, BEGA Gantenbrink Leuchten KG-სა და ERCO GmbH-ს ექსკლუზიური სავაჭრო პარტნიორია საქართველოში.

ჩვენს ახლო პარტნიორებს შორის არიან აგრეთვე შემდეგი ცნობილი მწარმოებლები: THORN LICHT Gmbh (Zumtobel Group, ავსტრია) და Philips Lighting (პოლონეთი).

რას ვაკეთებთ: ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი უცხოელი პარტნიორების საინფორმაციო დასაყრდენს ჩვენს რეგიონში პროექტების მოძიებისა და კონტროლის კუთხით. ასევე, ვართ პროფესიონალი შუამავლები მწარმოებლებსა და დამკვეთებს შორის საქონლის შერჩევისა თუ შეკვეთის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

ტექნიკურ საკითხებში დამკვეთს შეუძლია მწარმოებელთან ურთიერთობა ჰქონდეს როგორც პირდაპირ, ასევე ჩვენი საშუალებით. ჩვენი დახმარებით თუ მის გარეშე, ჩვენი პარტნიორების მაღალ-კვალიფიცური ტექნიკური პერსონალი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს დაინტერესებულ მყიდველებს, სწორად შეარჩიონ პროდუქცია ამა თუ იმ პროექტისთვის. მწარმოებლების ტექნიკოსები მათ გაუწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და მონაწილეობას მიიღებენ პროექტის დიზაინის კონცეფციის შექმნაში.

კვალიფიციური კადრის მეშვეობით, უცხოელ და ადგილობრივ სატრანსპორტო კომპანიებთან ახლო პარტნიორული ურთიერთობების დახმარებით ჩვენ გთავაზობთ ასევე საქონლის ტრანსპორტირებას კონკურენტუნარიანი ფასებით.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ გავანათოთ თქვენი მოთხოვნები!

შპს “სმართ ვეი”
მისამართი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 25
ტელ: (+995 32) 308 881/82; (+995) 599 950 940; (+995) 577 521 525
ელ. ფოსტა: nana@swg.ge
ვებ. გვერდი: http://www.swg.ge

შპს "სმართ ვეი"