შპს ”სტოუნ არტ” შეიქმნა 2007 წელს და მაშინვე ბრენდით – STONEART გავიდა ბაზარზე.
კომპანია აწარმოებს დეკორატიულ ქვას ინტერიერისა და ექსტერიერისათვის. ქვის ტიპი და ფერთა გამა პრაქტიკულად შეუზღუდავია. დეკორატიული ქვა შეიძლება დამზადდეს კატალოგის მიხედვით ან ინდივიდუალურად, შეკვეთის შესაბამისად. აქ შემუშავებული უნიკალური მეთოდის მეშვეობით მიღებული პროდუქტის წონა ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ბეტონის ნაწარმზე 30-35%-ით მსუბუქია, ხოლო სიმტკიცით არ ჩამოუვარდება მას. განსაკუთრებული დაკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია თითოეული ფილისათვის თბოიზოლაციური ფენის დამატება, რაც შენობის ენერგოეფექტურობას უწყობს ხელს. ფილების ძირითადი დანიშნულება რა თქმა უნდა არის კედელზე აკვრა, მაგრამ მზადდება პროდუქცია იატაკისთვისაც. საამისოდ ფილების ჩამოსხმის დროს გამოიყენება სპეციალური მასალები, რომლებიც ზრდიან პროდუქციის სიმტკიცეს.
პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ გამოშვებული მასალები. პროდუქტი არ რეაგირებს კლიმატის და ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებაზე, არ იღებს ტენს და არ ხუნდება. დამზადებისას გამოიყენება თეთრი დეკორატიული ცემენტი, ქვიშა-ღორღი ან კირქვა, ყვითელი ქვიშა, ბაიფეროქსის პიგმენტები, ბეტონში დანამატები და პლასტიფიკატორი. მასალების ნაწილი ადგილზე საქართველოში მოიპოვება, ნაწილი კი იმპორტირებულია.
დეკორატიული ქვის დამზადება არ არის უბრალოდ მისი ჩამოსხმა. აქ დიდი წვლილი აქვს შემოქმედებით მხარეს, ვინაიდან ყოველი შეკვეთა შეიძლება განსხვავებული იყოს და გამოყენების ადგილიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყოველი ნამუშევრის ხელახლა გააზრება. დეკორატიული ქვის დაყენებაც ცალკე უნარია, რომელსაც სპეციალურად ამ საქმეში გაწვრთნილი ხელოსანი სჭირდება. კომპანიას აქვს მუდმივად გაახლებადი სპეციალისტების ბაზა, რომლებიც საუკეთესოდ მუშაობენ დეკორატიული ქვის გაკვრაზე. თავად სტოუნ არტშიც ამ საქმეზე მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნები მუშაობენ.
დეკორატიული ფილების ტრანსპორტირება ხდება ხის პალეტებით, რაც უზრუნველყოფს მათ დაუზიანებლად ჩატანას დანიშნულების ადგილას. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ფილების ინდივიდუალური შეფუთვაც.
მიუხედავთ არსებობის მცირე დროში მიღწეული წარმატებისა, კომპანია აქტიურად განაგრძობს წინსვლას და ახლო მომავალში გეგმავს პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას.
შპს ”სტოუნ არტ”
მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. #1
ტელ: (+995) 599 88 19 88
ელ. ფოსტა: stoneart2007@gmail.com, nava61@gmail.com
ვებ. გვერდი: www.stoneart.ge

შპს ”სტოუნ არტ”