კანადური კომპანია “XYPEX Chemical Corporation “- ის დილერი კავკასიაში შპს “XYPEX Caucasus Net”-ი გთავაზობთ ბეტონის ჰიდროსაიზოლაციო და აგრესიული სითხეებისგან დამცავ კრისტალიზებად მასალებს.
Xypex-ი პოპულარულია და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს 70-ზე მეტ ქყეყანაში, კაშხლებისა და მათი გვირაბების, წყლისა და სხვა სითხეების რეზერვუარების, სანავიგაციო და სარწყავი არხების, საავტომობილო, სარკინიგზო და მეტროპოლიტენის გვირაბების (როგორც მიწისზედა ასევე მიწისქვეშა), აუზების, საავტომობილო ესტაკადების, ხიდების, შენობების საძირკველების, სახურავების, სარდაფების, პარკინგების და სხვა სახის ბეტონის ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის.

Xypex-ით შესრულებულია ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები ისეთ ცნობილ შენობა-ნაგებობებში როგორიცაა პანამის არხი, MARBLE HILL ატომური ელექტროსადგური (ა.შ.შ.) WOLSUNG ატომური ელექტროსადგული (კორეა), NASA -ს (ა.შ.შ.-ს აერონავტიკისა და კოსმოსის სააგენტო) ასტრონავტების საწვრთნელი აუზები და მრავალი სხვა.

Xypex-ის პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია როგორც ბეტონის ჩასხმისას, დანამატის სახით, ასევე უკვე აგებული კონსტრუქციის ექსპლუატაციის დროს. არ აქვს მნიშვნელობა ბეტონის კედლის რომელი მხარიდან წაუსმევთ (დადებითი თუ უარყოფითი), შედეგი ორივე შემთხვევაში მაქსიმალურია.
საქართველოში Xypex -ის პროდუქტების მომხმარებლები არიან:

 საქართველოს გაერთიანებული წყლების კომპანია
 თბილისის მეტროპოლიტენი
 საქწყალკანალმშენი
 საქჰიდროენერგომშენი
 კავკასუს როუდ პროჯექტი
 ინჟმშენი
 სოკარი ჯორჯია პეტროლიუმი
 პაულ შულერ უნდ ირაო
 და სხვა …
თქვენი დაინტერესების შემთხვევაში მოვახდენთ პრობლემის ადგილზე შესწავლას და შემოგთავაზებთ მოგვარების ოპტიმალურ ვარიანტებს.
სურვილის შემთხვევაში კი ჩვენი ძალებით შევასრულებთ დამკვეთის სამუშაოებს შედეგის 100%-იანი, სამუდამო გარანტიით.
XYPEX -ი წარმოადგენს პორტლანდ ცემენტის, კვარცის ქვიშისა და რიგი ქიმიური დანამატების ნაერთს. მისი გამოყენებით წყალგაუმტარი ხდება როგორც ახალი, ასევე ადრე აგებული ბეტონისა და რკინაბეტონის ნაგებობები.XYPEX-ის გამორჩეული მახასიათებელია მისი უნიკალური უნარი-ღრმად, ბეტონის ფორებსა და კაპილარულ ტრაქტებში შექმნას უხსნადი, კრისტალური ფორმაცია,სტრუქტურა, რომელიც მუდმივად შეუვალს ხდის ბეტონს წყლისა და სხვა სითხეებისათვის.
გამოიყენება როგორც ბეტონის დამზადების პროცესში, ასევე მონოლითური ნაგებობების ჰიდროიზოლაციისათვის

გამოყენება

 სასმელი წყლის რეზერვუარები
 საცურაო აუზები
 მიწისქვეშა ნაგებობები, ფუნდამენტები, სარდაფები
 ხიდები,გვირაბები,მეტროს სისტემები
 საზღვაო პორტები
 მიწისქვეშა ავტოსადგომები
 კაშხლები,ელექტროენერგიის ობიექტები
 საკანალიზაციო ნაგებობები და წყლის დასამუშავებელ-გამწმენდი სისტემები
 და ა.შ…

უპირატესობები

 ხდება ბეტონის განუყოფელი ნაწილი და ზრდის მის სიმტკიცეს
 კრისტალების შეღწევის სიღრმე შეადგენს 30 სმ-მდე
 XYPEX-ით დამუშავებული ზედაპირის მთლიანობის ლოკალური დარღვევა, მათ შორის ზედაპირის გახვრეტვა საფრთხეს არ წარმოადგენს წყალგაუმტარობის თვისებისათვის
 მდგრადია მაღალი ჰიდროსტატიკური წნევის, როგორც უარყოფითის , ისე დადებითის მიმართ
 არ საჭიროებს დასამუშავებელი ზედაპირის გაშრობას, პირიქით, ზედაპირი უნდა დატენიანდეს
 არ საჭიროებს დასამუშავებელი ზედაპირის გასწორებას ან რაიმე სახით მოპირკეთებას
 საკმარისია დამუშავდეს ბეტონის ნაგებობის შიდა ან გარე მხარე
 ლუქავს ბეტონში წარმოქმნილ ბზარებს
 გამოირჩევა მაღალი მდგრადობით აგრესიული არესადმი(მჟავა,ნავთობპროდუქტები და ა.შ…)
 სპეციფიკაციის დაცვით დატანებისას , 100% ეფექტურობას ავლენს-320C- დან +1350C- მდე მუდმივ ტემპერატურებზე, ან -1850C-დან +15300C -მდე პერიოდულ ტემპერატურებზე

შპს “XYPEX Caucasus Net”
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #116 , დიდუბე პლაზის შენობა, მესამე სართული, 323 ოთახი
ტელ: (+995) 599 933 399; (+995) 557 500 007
ელ. ფოსტა: info@xypexcaucasus.ge, sales@xypexcaucasus.ge
ვებ. გვერდი: www.xypexcaucasus.ge

შპს "XYPEX Caucasus Net"