ბინებსა თუ ოფისებში მყუდრო, კომფორტული პირობების შესაქმნელად უდიდესი ფუნქცია ეკისრება ცენტრალური გათბობის სისტემების სწორ შერჩევასა და დამონტაჟებას, რასაც ჩვენი კომპანია ZIPMAN-ი გთავაზობთ.
დღევანდელ სამყაროში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ბუმია. სიტყვა ”ეკოლოგიურად სუფთა” თავისთავად პროგრესულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს ნიშნავს. ZIPMAN-ის ფილოსოფია სწორედ ჩვენ მიერ მიწოდებული პროდუქტის და შესრულებელი სამუშაოების ხარისხშია. ამასთან, ეკოლოგიურად სუფთა მასალის გამოყენებით ვზრუნავთ როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობაზე, ისე გარემომცველ სამყაროზე, ბუნებაზე!
ჩვენ ვახორციელებთ საცხოვრებელი სახლების და ოფისების მოწყობას უახლესი ცენტრალური გათბობის სისტემებით! რა თქმა უნდა, მათი მონტაჟიც უახლესი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ხორციელდება.
მსოფლიოს უმსხვილესი გერმანული კომპანიის BOSCH-ის კედლის კომბინირებული ქვაბები და სამხრეთკორეული UNITEK-ის სისტემები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, რაც უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა.
მილგაყვანილობა ხდება სამი სახის მასალით: პოლიპროპილენის მილებით, კოლექტორული სისტემით (ე.წ. მეტალოპლასტმასის მილი) და იატაკქვეშა გათბობით.
რაც შეეხება რადიატორებს, ამ შემთხვევაში ვიყენებთ ლითონის პანელურ და ალუმინის სექციურ რადიატორებს.
ჩვენი კომპანიის სერვისცენტრის მიერ სწორი და მიზანმიმართული დაგეგმარება განაპირობებს სისტემის ხარისხიან მუშაობას, რაც ექსპლუატაციის ვადის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს.
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენს მომხმარებელზე აქაც ვზრუნავთ და მას ენერგოფექტურ პროდუქციას ვთავაზობთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველივეს ვახორციელებთ გამოცდილი და ჭეშმარიტად მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.
ჩვენი მიზანია დამკვეთსა და ZIPMAN-ს შორის მაქსიმალური ურთიერთნდობის განმტკიცება, რასაც პროფესიულ დონეზე შესრულებული სამუშაოები და სპეციალისტების მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს.
შპს “ზიპმენ” (LTD “ZIPMAN”)
მისამართი: ქ. თბილისი, თემქის 10კვ. 32კრ. ბ42.
ტელ: (+995 322) 14 74 14,(+995 551) 22 07 20
ელ. ფოსტა: zipman380@gmail.com
ვებ. გვერდი: www.zipman.ge

შპს "ზიპმენ" (LTD "ZIPMAN")