ჩვენი კომპანია დაარსდა და გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია 2009 წ. 30 დეკემბერს ქ. თბილისში როგორც სამშენებლო-საწარმოო სუბიექტი. მისი დამფუძნებელი – გიორგი ასათიანი, პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორი, სამშენებლო საქმესა და მშენებლობის მენეჯმენტის 25 წლიანი გამოცდილებით.

კომპანიამ თავდაპირველად საქმიანობა დაიწყო როგორც სამშენებლო სამუშაოების (ძირითადად რკინაბეტონისა და ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები) ქვეკონტრაქტორმა.
სწორად შერჩეულმა საინჟინრო კადრებმა და კვალიფიციურმა მუდმივმა მუშა-პერსონალმა საშუალება მისცა კომპანიას ეტაპობრივად გაეფართოვებინა მომსახურებსი სპექტრი – დაემატებინა მოპირკეთების, ელ. სამონტაჟო, თბოსაიზოლაციო და სანტექნიკური პროფილები და მცირე პერიოდში თავად გამხდარიყო მსხვილი ობიექტების კონტრაქტორი.

2010 წლიდან ორხევში საწარმოო ბაზის ორგანიზებამ საშუალება მოგვცა იმ ლითონკონსტრუქციების საკუთარი ძალებით წარმოებისა რომელსაც ჩვენივე კომპანია ამონტაჟებს.

კომპანიაში ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოების, საწარმოო-ტექნიკური განყოფილება და ხარისხის კონტროლის ჯგუფები შემდგარნი გამოცდილი საინჟინრო და ყოფილი თუ მომქმედი საპროექტო-საექსპერტო კადრებისაგან. აღნიშნულმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან, რასაც დღესდღეობით ბევრი ანალოგიური სუბიექტი ფაქტიურად მოკლებულია. შეძენილია დიაგნოსტიკისა და საკვლევ-საძიებო მოწყობილობა-დანადგარების ერთეულები და აღნიშნული საექსპერტო პერსონალის ბაზაზე ჩამოყალიბებულია საექსპერტო ჯგუფი რომელმაც საშუალება მოგვცა შევთავაზოთ მომხმარებელს სხვადასხვა სახის საექსპერტო და კვლევითი მომსახურება.

2012 წელს ქართველ ქიმიკოსთა ჯგუფთან ერთად კომპანიამ დაიწყო ანტიკოროზიული და ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების საკუთარი წარმოება დაპატენტებული ტექნოლოგიის მიხედვით, რომელთაგანაც ანტიკოროზიულ ხსნარებს უკვე საკმაოდ კარგი სარეალიზაციო ბაზარი განუვითარდა. ჩვენს ქვეყანაში მშენებლობაში ცეცხლსაწინააღმდეგო ნორმების არასათანადო მოთხოვნები საკანონმდებლო კუთხით ჯერჯერობით არ უზრუნველყოფს ჩვენი ცეცხლსაწინააღმდეგო ხსნარების დამაკმაყოფილებელ რეალიზაციას, თუმცაღა იმედია რომ ეს ახლო მომავლის პერსპექტივაა.

კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზარდა ინფრასტრუქტურაც: კომპანიამ შეიძინა ტერიტორია სოფ. გოროვანში რომელზეც მიმდინარეობს საწარმოო-სარეალიზაციო ბაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საგზაო და სამონტაჟო ტექნიკა რამაც თავისთავად გამოიწვია მექანიზაციის ჯგუფის შექმნა.

შპს “ZMK”
მისამართი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის N 5, ბ. N 6
ტელ: (+995 32) 2 309 200; (+995) 577 78 10 05, 593 55 32 23
ელ. ფოსტა: George.asatian@silkroad.ge, info@zmk.ge
ვებ. გვერდი: www.zmk.ge

შპს "ZMK"