კომპანია “ზოდი” არის სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. „ზოდის“ მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად. გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით კომპანია „ზოდი“ ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშეა კონკურენტულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის ნდობით, მომსახურების უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
გარდა შიდა და გარე კარის ფართო არჩევანისა (200–მდე სახეობაა წარმოდგენილი შოურუმებში), კომპანია“ ზოდი“ ბოლო რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს ბუნებრივი და ხელოვნური ქვების: გრანიტის, კვარცისა და მარმარილოს იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, ნორვეგიიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და აფრიკის სხვა ქვეყნებიდან.
კომპანია ზოდის მაღაზიებში ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თურქეთიდან და ირანიდან იმპორტირებული კერამო-გრანიტისა და კაფელ-მეტლახის მოსაპირკეთებელი ფილები, თურქული და ჩინური წარმოების მაღალი ხარისხის 40-მდე სახეობის ლამინირებული იატაკი, რომლის ფერთა ფართო არჩევანია წარმოდგენილი ზოდის შოურუმებში.
კორპორატიული მომხმარებლები
კომპანია „ზოდი“ გაყიდვების 40% კორპორატიულ გაყიდვებს უკავია. ჩვენი კორპორატიული მომხმარებლები სარგებლობენ განსხვავებული ტარიფებითა და პირობებით.

რატომ მაღაზიათა ქსელი „ზოდი“?

• ზოდი პირველი გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე იმპორტირებული შიდა და გარე კარების ფართო არჩევანით
• ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასი (კომპანიის მოცულობიდან გამომდინარე მეტი საშუალება გვაქვს ფასების მანევრირების)
• ყველაზე ფართო ასორტიმენტი საქართველოს ბაზარზე
• Ⴑაკუთარი მაღაზიათა ქსელი
• საკუთარი სასაწყობე ტერიტორია
• გამართული ლოჯისტიკა
• გამარტივებული შესყიდვის პროცედურა
• კარების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საქართველოს ბაზარზე
• სრულყოფილი სერვისი (აზომვა, მიტანა და მონტაჟი)

მომსახურება
კონსულტაცია: ჩვენი მომსახურე პერსონალი გაგიწევთ კონსულტაციას თუ რა პირობები უნდა იყოს გათვალისწინებული კარის დამონტაჟებამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული კარის მონტაჟისას შემდგომი ხარვეზები.
აზომვა: კომპანია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს აზომვით მომსახურებას რაც გამოარჩევს კომპანიას კონკურენტებისაგან მომხარებლისადმი მაქსიმალური კომფორტის შექმნის პირობებით.
ზომების რეგულირება: საჭიროების შემთხვევაში საამქროს ბაზაზე შესაძლებელია კარის ზომების დარეგულირება.
მიტანა: კომპანია “ზოდს” აქვს საკუთარი სასაწყობე ობიექტი და ავტო პარკი, საიდანაც წარმატებულად, ოპერატიულად და უსაფრთხოდ ახორციელებს პროდუქციის გადაზიდვის მომსახურებას. თბილისის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისი არის უფასო.
მონტაჟი: წლების განმავლობაში ჩვენს კომპანიას ემსახურება მაღალი კვალიფიკაციის სამონტაჟო ჯგუფები, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოები არის ესთეტიურად და მაღალ დონეზე.
სერვისის მონიტორინგი: კვალიფიციური ტექნიკური ჯგუფების მიერ ოპერატიულად ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, შექმნილი პრობლემების მყისიერად მოგვარება და შესრულებული მომსახურების შეფასება.
ქვის დამუშავება: გარდა კარის მრავალფეროვანი არჩევანისა, კომპანია გთავაზობთ საკუთარ ქვის საამქროში დამზადებულ ნებისმიერი დიზაინის, ზომის, უნიკალური ფერის ბუნებრივი გრანიტისა და მარმარილოს ნაკეთობების ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს: ბუხრებს, სამზარეულო ზედაპირებს, ფანჯრის რაფებს, ბარის ზედაპირებს, კიბის საფეხურებს, იატაკის მოსაპირკეთებელ ფილებს. კომპანია „ზოდი“ ქვის ნაკეთობების დამზადებას მხოლოდ პროფესიონალებს ანდობს, რომლებიც ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით უჩვეულო სიზუსტით უმოკლეს ვადაში აღწევენ სასურველ შედეგს ნებისმიერი სირთულისა და დიზაინის ქვის ნაკეთობის დასამზადებლად.

შპს “ზოდი”
მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #115ა
ტელ: (+995) 577 27 67 15
მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის ქ. #149 (ქვის საამქრო)
ტელ: (+995) 577 000 500
მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. #5 (ვახუშტის ხიდთან)
ტელ: (+995) 577 27 67 18
მისამართი: ქ. რუსთავი, სტამბულის ბაზრობის მიმდ. ტერიტორია
ტელ: (+995) 577 27 67 17
მისამართი: ქ. მარნეული, სულხან-საბას ქ. #13
ტელ: (+995) 577 200 606
მისამართი: ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #45
ტელ: (+995) 577 270 606
ელ. ფოსტა: info@zodi.ge
ვებ. გვერდი: www.zodi.ge

შპს "ზოდი"