«ბაუმარკეტი» პირველი სამშენებლო და სარემონტო მარკეტია რუსთავში. მარკეტი, 1828 წელს დაარსებული გერმანული მაღაზიათა ქსელის, “ბაუმარკეტის” პლატფორმაზეა აგებული და მის ქართულ ანალოგს წარმოადგენს. რუსთაველ მომხმარებელს «ბაუმარკეტში»15 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენა შეუძლია.

«ბაუმარკეტი» ორ ზონას მოიცავს: შენობის პირველ სართულზე განლაგებულია სამშენებლო და სარემონტო მასალები, მეორე სართულზე კი შერეული პროდუქციაა წარმოდგენილი: სარემონტო ხელსაწყოები, ელექტროობა, სამზარეულოს აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ეზოსა და ბაღის მოვლისთვის საჭირო ინვენტარი. შენობაში განთავსებულია მაღაზიათა ქსელ «ქებული კლიმატის» ფილიალი, სადაც შესაძლებელია გათბობისა და გაგრილების თანამედროვე სისტემების შეძენა.

სს “ბაუმარკეტი”
მისამართი: ქ. რუსთავი, ლეონიძის ქ. №12
ტელ: (+995 32) 202 21 22
ელ. ფოსტა: welcome@baumarket.ge
ვებ. გვერდი: www.baumarket.ge

სს "ბაუმარკეტი"