ინოვაციები TAC-ისგან, თანამედროვე ეპოქის ევოლუციური ქსოვილი TENCEL!

tac
რთულია დავა თემაზე, თუ რა არის საუკეთესო,
როდესაც ვამბობთ, რომ „ქალბატონები
იმსახურებენ საუკეთესოს“. თუმცა, ვფიქრობ
ყველა ვთანხმდებით ფაქტზე, რომ ბუნების
წიაღიდან მიღებული ნატურალური მოხმარების
საგნები ყოველთვის ყველაზე დადებითი,
ჯანსაღი და სასარგებლოა. უპირველესად
– ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამგვარი
თვისებების მქონე ქსოვილია TENCEL-ი,
რომელსაც უწოდებენ „საოცრებას მცენარეთა
სამყაროდან“.
თანამედროვე ეპოქაში უახლესი,
ნანოტექნოლოგიების საშუალებით, მრავალი
საოცრების მიგნება გახდა შესაძლებელი.
თანამედროვეობის საოცარ აღმოჩენას
შეგვიძლია მივაკუთვნოთ ასევე TENCEL-ის
ქსოვილი, რომელიც ევკალიპტის ხისგან მიიღება
და კვლევების თანახმად, დღემდე არსებული
ქსოვილებისგან უკონკურენტო, დადებითი
თვისებებით გამოირჩევა. ზემოთნახსენები
ქსოვილის წარმოქმნის საფუძველი სრულად
ბოტანიკური ფოტოსინთეზია, რომელიც მისი
ბუნებრიობის დასტურს წარმოადგენს. TENCEL-ის
ქსოვილის მიღება-დამუშავების პროცესიც კი,
იმდენად ეკომეგობრულია, რომ იგი გარემოსთვის
სრულიად უვნებელია და არანაირ საფრთხეს არ
წარმოადგენს. კვლევა, რომელიც ახორციელებს
არსებული ქსოვილების მოპოვების პროცესის
შეფასებას და ამ პროცესების შედეგად, ბუნებაზე
ზემოქმედების შედეგების შეფასებას ცხადყოფს –
ბამბის ქსოვილის მოპოვების პროცესის გავლენა
წყალსა და ნიადაგზე არის უაღრესად უარყოფითი
TENCEL-ის ქსოვილის მოპოვების პროცესისგან
განსხვავებით.
საქართველოს ბაზარზე TENCEL-ის უახლესი
ტენდენციების ქსოვილისგან დამზადებულ
საოჯახო ტექსტილს TAC-ის ბრენდი მის შოურუმებში გვთავაზობს.
tac1
tac2

შოურუმებში გვთავაზობს. აქ შესაძლებელია
დაათვალიეროთ და შეიძინოთ ნატურალური
ქსოვილის საძინებლის 2-საწოლიანი ტექსტილი,
რომლის ღირებულება მხოლოდ 282 ლარია;
აბაზანის კომპლექტები, ღირებულება: 443 ლარი;
ნაკრები მოიცავს: ქალისა და მამაკაცის ხალათებს,
2 დიდ პირსახოცს და 2 პატარა პირსახოცს.
შეხებისთანავე, თავად დარწმუნდებით და
მომენტალურად შეიგრძნობთ ნატურალური
ქსოვილის ბუნებრიობას. TENCEL-ის ტექსტილს
აქვს საოცრად გლუვი ზედაპირი, რომელიც
აბრეშუმივით რბილი შეხებით გამოირჩევა. იგი
აღვიძებს სასიამოვნო შეგრძნებებს კანზე ერთი
შეხებით.
TAC-ი, Tencel-ის კოლექციის ხაზით, მიზნად
ისახავს მის მომხმარებლებს გაუმარტივოს
ცხოვრება ინოვაციური პროდუქციით, რომელიც
თანამედროვე ტექნოლოგიების უახლესი
მიღწევებით იწარმოება. ნანოტექნოლოგიებით
დამუშავებული ნატურალური ქსოვილის ორმაგი
ბუმბულის საბნები სიჯანსაღით გამოირჩევა,
რომელიც იდეალურია მგრძნობიარე კანის მქონე
ადამიანებისთვის.
Tencel-ის საბნებს მსგავსი სხვა პროდუქციისგან
მარტივად განასხვავებთ მისი სიმსუბუქითა
და აბრეშუმივით გლუვი ფაქტურით. საბნები,
საკუთარი სირბილის მეშვეობით, სასურველ
ფორმას იოლად იღებს ტანის გარშემო, რითაც
ხელს უწყობს კუნთების რელაქსაციას, ძილში
მოძრაობის თავისუფლებას და განტვირთვას
დაძინებისთანავე. სწორედ ეს ჩამოთვლილი
ფაქტორებია თქვენი კომფორტული ძილის
გარანტი და საწინდარი.
TENCEL-ის ქსოვილის გამოყენება შესაძლებელია
უამრავი სახის ტექსტილის დასამზადებლად,
რომელიც შეიძლება თავის მხრივ გამოყებებულ
იქნას საწოლის გადასაფარებლის, პირსახოცების,
საძინებლის ტექსტილის, ქალბატონების
თეთრეულის და სხვა მრავალი სახის ნაწარმის
დასამზადებლად. დერმატოლოგიისა და
ძილის განხრით ჩატარებულმა კვლევებმა,
თუ როგორ მოქმედებს Tencel-ის ტექსტილი
ადამიანზე, ცხადყო და დაადასტურა, რომ იგი
უზრუნველყოფს უშფოთველ ძილს ყველაზე
მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაც კი.
TENCEL-ის ქსოვილი მაღალი დონის
ჰიგიენურობითაც გამოირჩევა ყველა
სხვა დადებით თვისებასთან ერთად. მის
უნიკალურობას სინოტივის შეწოვის თვისება
წარმოადგენს. ევკალიპტის ხისგან მიღებული
ბუნებრივი ქსოვილი იწოვს 50%-ით მეტ
სინოტივეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქსოვილი.
იგი ახდენს სინოტივის შეწოვას ყველაზე ტენიანი
ჰაერის პირობებშიც კი, რითაც დაგიცავთ
დისკომფორტისა და ბაქტერიების წარმოქმნისგან
და უზრუნველყოფს თქვენს მშვიდ/კომფორტულ
ძილს ხანგრძლივი დროის მანძილზე. დამატებით
გეტყვით, რომ პოლიესტერის ქსოვილი საერთოდ
ვერ ახდენს სინოტივის შესრუტვას, ხოლო ბამბა
ისრუტავს 50%-ით ნაკლებ სინოტივეს და ნესტს,
ვიდრე TENCEL-ის ქსოვილი. სინოტივის შეწოვის
თვისება ბუნებრივი გზით ამცირებს ბაქტერიების
წარმოქმნას და ზრდას ტექსტილზე, ყოველგვარი
ქიმიური მინარევების გამოყენების გარეშე,
რის შედეგადაც ხდება უსიამოვნო სუნისა და
მიკრობების თავიდან არიდება. ხელოვნური
ქსოვილის შემთხვევაში კი, ბაქტერიების რიცხვი
ნოტიო გარემოში 2000-მდე იზრდება.
TAC-ი გისურვებთ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას!


ტექსტი: სოფო მაისურაძე


tac3tac4

tac5tac6

კომენტარი