skyscraper

დიდ ქალაქებში ცხოვრება შესანიშნავი გამოცდილებაა. . .
რესტორანთა დაუსრულებელი არჩევანის, გართობისა და ბიზნეს შესაძლებლობების გამო არაა გასაკვირი, რომ ხალხს მოსწონს ცივილიზაციის ეს გიჟური ცენტრები. იქ, სადაც დიდი ქალაქის ოცნებებია, ხალხის უზარმაზარი მასა ყოველთვის მიისწრაფვის იმედით, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილი გახდება.

ასეთი ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მსოფლიოს მოსახლეობა იმატებს და ციფრები სწრაფად აღწევენ მაღალ ნიშნულს. მეტი ხალხი შეიძლება მეტ მღელვარებას, სტიმულს ნიშნავდეს, მაგრამ ეს ასევე მიუთითებს უფრო მჭიდროდ ცხოვრებასა და გადაჭედილ ტრანსპორტზე.
სწორედ ამიტომ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე ახალი და უდიდესი გამოწვევა დგას: გადაადგილების არქიტექტურა.
მათ, ვინც ქალაქის სამგზავრო სისტემას ქმნის, ზეწოლა გაეზარდათ ქალაქების ზრდის პარალელურად, რაც ქმნის მოთხოვნას სხვანაირად მოეწყოს ტრანსპორტის მართვა – მოსახლეობის ზრდის გამო. ქალაქები სასწრაფოდ საჭიროებენ სამგზავრო სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ ეფექტურად იფუნქციონირებს, არამედ ადამიანთა ყოველდღიურ სამგზავრო მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.

india-transit-station

არა მხოლოდ მგზავრობა

არაა საიდუმლო, რომ დღესდღეისობით, მსოფლიოს უდიდეს და დიდ ქალაქებში მგზავრთა დიდი ნაწილი მგზავრობისას უამრავ დროს კარგავს დღის განმავლობაში.
ტრანსპორტის დამგეგმავები ეძებენ გზებს, რომ მგზავრობა ვალდებულებად არ გადაიქცეს. ისინი ბევრს მუშობენ, რათა მგზავრობის მხრივ ცხოვრება გააუმჯობესონ. მიზანია ის, რომ მგზავრობა უბრალო დროის კარგვა კი არ იყოს, არამედ დროის მოგებაც გახდეს მისით შესაძლებელი.
ამის სტრატეგია ნათელია. სატრანსპორტო დამგეგმავებმა უნდა შექმნან სისტემა, რომელიც ხალხს საშუალებას მისცემს, რომ არ მოდუნდნენ და გააგრძელონ ცხოვრება ტრანსპორტშიც კი.

არაა საკმარისი, რომ ხალხი ერთი პუნქტიდან მეორეში გადავიდეს, მგზავრები არ უნდა იღლებოდნენ, არ უნდა იყვნენ თავმობეზრებული, მათმა პროდუქტიულობამ უნდა მოიმატოს გზის განმავლობაში. ამის დიდებული მაგალითია პარიზის მეტროსადგურები: თითოეულს მისთვის დამახასიათებელი თემატიკა აქვს და მგზავრები შეიძლება ხელოვნებიას გაეცნონ ან კროსვორდი ამოხსნან ჭერზე, სანამ იცდიან.

ანალოგიურად, მსოფლიოს გარშემო სხვა სამგზავრო სისტემებიც აჟღერებენ სწრაფი გადაადგილების იდეას, რაც ერთი შეხედვით მარტივი ჩანს. დღესდღეისობით შესაძლებელია, რომ მიირთვათ, იშოპინგოთ, იმუშაოთ სმარტფონებიდან ან პლანშეტებიდან და იკითხოთ, სანამ გზაში ხართ. ტრანსპორტის დამგეგმავები გატაცებულნი არიან იდეით, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად შექმნან შთამაგონებელი გადაადგილების საშუალებები და ამის მტკიცებულებაა ტრანსპორტშიდა აქტივობები, რომლებიც ყველგან ჩნდება.

(გაგრძელება შემდეგ ნაწილში )

კომენტარი